ამინდი . . . ღირსშესანიშნაობები . . . ღამის ცხოვრება . . .
უკვე მესამე დღეა აქ ვარ, ამ მართლაც მზიან და ახალგაზრდულ ქალაქში. საოცარია, მაგრამ სახლიდან რომ მოვდიოდი ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ის პერანგები, რაც წამოვიღე არ გამომადგებოდა, საუბარი მაქვს თბილ და გრძელსახელოება "საროჩკებზე". არც კი ამომილაგებია ჩანთიდან :) აქ სულ ერთნაირი ტემპერატურაა, მზე და სიცხე, შორტები და წელსზემოთ გახდილი ათასი ჯურის ტურისტი თუ სალონიკელი. თავი მართლაც სამოთხეში მგონია, საღამოსაც კი არ აცივდა უკვე მესამე დღეა. ღამით ყველას ძალიან თხელი ადიელებითა თუ "პროსტინებით" გვძინავს. არც ქარია და წვიმაც როგორც მითხრეს კაი ხანი არ შეგვაწუხებს. ერთია ლამაზი ბუნება, ლამაზი ქალაქი და მეორეა ამ ყველაფერს ასე უწყობდეს ხელს ამინდი. მგონი ბერძნებმა ჯერ კიდევ მითოლოგიური ელადას დროს მიიღეს ღმერთებისაგან ეს "სანუკვარი" საჩუქარი.
ღირსშესანიშნაობებით რომ გამორჩეულია საბერძნეთი ალბად მოგეხსნებათ, მაგრამ თქვენი თვალით რომ ნახავთ სულ სხვაა მერწმუნეთ. აქ სადაც არ უნდა წახვიდეთ მთელი ქალაქი ნანგრევებსა და ძველისძველ ნაგებობეს(ძირითადად ეკლესიებს) მიაქვს :) გუშინ საღამოს პატარა ტური მოაწყო ჩემთვის ჯაბა გილაძე, რისთვისაც დიიდ მადლობას ვუხდი. მართლაც საოცარი ქალაქია, ვერსად ვერ მოუჩიჩქნია კაცს, რომ რაღაც უძველესსა და უნიკალურს არ მიაგნონ. მეტროს მშენებლობა დაიწყეს რამოდენიმე წლის წინ თურმე, მაგრამ წინ ვერ მიდიან, მოთხრიან ცოტას და ნასახლარია, კიდევ მოთხრია და ტაძარია და მერე ამ ყველაფერს ხო არქეოლოგების ჩარევა და შესწავლა ჭირდება. ხოდა გადის დრო და ვერც მეტრო გაყავთ და არიან ასე აღმოჩენა–აღმოჩენებში. რაც ქალაქია, ალბად ორი იმხალა მიწის ქვეშაა. ჯაბამ მაჩვენა წმინდა დემეტრეს ტაძარი, ძველი ამფითეატრი, არენა, და კიდევ რამოდენიმე ტაძარი, თუმცა გვიანი იყო და ვერ შევედით. როგორც გამარკვიეს ბერძნები რესტავრაციას მხოლოდ გარედან უკეთებენ, ისიც ნაწილობრივ, შიგნიდან ხელუხლებელია ყველაფერი. თუმცა ფოტოაპარატის გარეშე დარჩენილმა ვერც ვერაფერი გადავიღე და ვერც ისე დაწვრილებით შევისწავლე, მაგრამ გპირდებით ცალკე პოსტებს მივუძღვნი ხოლმე ამ საოცარ სიძველეებს თავის ფოტომასალითურთ ;)
ძველი ნაგებობებიდან სანაპირომდე სულ რაღაც 10 წუთის სავალია და იქ იწყება აბსოლუტურად სხვა საბერძნეთი, რომელიც ნამდვილად შესაშურია ბევრი ქალაქისა თუ ქვეყნისათვის. თუმცა ეს თემა ცოტა ზედაპირულად უნდა განვავრცო, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ გავიარეთ და დავათვალიერეთ ის ქუჩები, რომლებიც მთლიანად გადაჭედილია ღია კაფეებით, კლუბებითა და ტრადიციული ტავერნებით. ესენი კი თვაისთავად გადავსებულია ნამეტნავად "გადაპრანჭული" ბერძენი ახალგაზრდებით. აქ ყველა გულაობს, გამოდიან გვიან ასე 22–23 საათიდან და ათენებენ ღამეს კლუბებში. დახურული კლუბები არ მინახავს, მაგრამ ღია კლუბები პპირდაპირ სანაპიროსთან ქუჩაშია გამოსული და მოკლედ ისეთი მუსიკა, ისეთი სიცოცხლე და ენერგია ტრიალებს, რომ არ შეილება გულგრილი დაგტოვოს. ჯაბამ თქვა, ევროპაში ბევრ ცნობილსა თუ დიდ ქალაქშიც არაა ასეთი ღამის ცხოვრებაო. მოკლედ ბერძნები რომ გართობისა და ღამის ცხოვრების მოყვარული ხალხია დავრწმუნდი. ამ ქალაქში იმედინი კაფეა, მგონი მთელ საქართველოში ერთად აღებული ვერც კი მოვა ახლოს რაოდენობაში. :))
ეს იყო სულ ზედაპირული შეხებით დანახული 3 თემა, რომლები ც თანდათან გაიშლება ხოლმე ჩემს პოსტებში.
ერთიც, გუშინ მოვდივართ საღამოს და ჯაბას ვთხოვე ჯიხურში იკითხე ქართული გაზეთი თუ აქვთო. იკითხა ჯაბამ, რა თქმა უნდა ბერძნულად და მოტრიალდა კაცი, შავი, ტიპიური ბერძენი და გვპასუხობს ქართულად – ჩემმა ცოლმა თუ არ წაიღო სახლში მოგცემთო :)))) ქართველი ყოფილა :))) ისეა აქ ხალხი გაბერძენებული ვერც კი მიხვდები , თუმცა აქაურ ქართველებზე სხვა პოსტებში. ასე რომ როგორც ხვდებით ბევრი სხვადასხვა შინაარსისა თუ ფორმის პოსტები გელოდებათ წინ. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩემს კედელს ფაცეზე და არც დაშეარება დაიზაროთ ;)
მომავალ პოსტამდე მეგობრებო ;)

No comments:
Post a Comment