ქრისტეს შობას გილოცავთ ყველას!
როგორ გიკითხოთ ჩემო მკითხველო?
მე კარგად ვარ, ჩემსკენ ყველაფერი ნორმალურადაა, იმაზე უკეთ, ვიდრე გასულ თვეს იყო და ამის მთავარი მიზეზი კი ჩემი ოჯახის ჩამოსვლაა.
ეს მცირე პოსტი მინდა საახალწლო თემატიკას მივუძღვნა.
ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ ჩვენ როგორ შევხვდით ახალ წელს.
ქართველი სტუდენტების უმეტესობა 30-31 ში რომსა და პარიზში გაიკრიფა, აქ შემორჩენილებმა კი მცირე სუფრა გაშალეს. 23:00-ზე უკვე იას, მირანდასა და სოფოს მომზადებულ კერძებს შევექცეოდი და ბიძაჩემის გამოხდილი არყით სულს ვხდიდი სამ უცხოელ სტუმარს. ისე სომხებს უცხოელი რამდენად შეიძლება ვუწოდოთ არ ვიცი. არამს, ჯულიას და ირინას თავი კარგად ეჭირათ, არამი რომ კარგად სვავს ვიცი, ჩვენი მეგობარია(სულ მალე დავწერ ერთ პოსტს სამ ყველაზე ახლო მეგობარზე ვინც აქ გავიცანი, მათ შორის არამზეც). ნინუცა თავისთვის თამაშობდა, თუმცა მალევე აურია და ირინას არ აცდიდა არც დალევას და არც ზოგად მხიარულებაში ჩართვას. ზუსტად 24:00-ზე ტელევიზორი ჩავრთეთ, ამათმა პრეზიდენტმა უკუთვლა დაიწყო და ჩვენც დიდი ოვაციებით მივულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი. დიდი მადლობა გოგოებს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის!
სახლში მალე დავბრუნდით, ბავშვს ეძინებოდა და წუხდა . . .
დანარჩენი დღეები საქართველოსაგან განსხვავებით დალევებისა და "პახმელიების" გარეშე გაგრძელდა. სტუმრიანი ოჯახი კი გვაქვს, მაგრამ სულ 2-3 კაცი მოდის ხოლმე, შიანაურები და მაინც და მაინც ბევრს არც ვსვავთ.
პირველ, ორში დავინტერესდი რა ხდებოდა ახალ წელს მანდ, ზოგი ინფო ნეტიდან ამოვიკითხე, ზოგიც უფრო ლოკალური(ანუ თელავური) სკაიპის მეშვეობით გავარკვიე. თელავში როგორც ყოველთვის არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ვფიქრობ ზეპირად შემიძლია კიდეც ჩამოვთვალო ყველა ის ადგილობრივი შემსრულებელი, რომელიც საახალწლო კონცერტზე გამოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ არავის უთქვამს ვინ იყვნენ იმ საღამოს ცენტრალურ მოედანზე შეკრებილნი. ეს ერთმანეთის მსგავსი ახალი წლები აღარ დამთავრდა და ასე მგონია საუკუნოდ ასე გაგრძელდება. ერთი მოწვეული სტუმარი ცენტრიდან (ამჯერად ჯგუფი "რეგიონი") და დანარჩენი ადგილობრივი შემსრულებლები, რომლებსაც რაღა თქმაუნდა არაფერს უხდიან. ჰონორარი - "ფოჩიანი კამფეტი" და ძმობისა და ჩახუტების სადღეგრძელო კულისებში - აი ასე იყო და რაღაც არ მგონია წელს რამე შეცვლილიყო. ეეეეხ . . . რაც შეეხება სტუმრებს, მე ეს ჯგუფი მომწონს, თუმცა ვშიშობ თელაველებისათვის ცოტა არ იყოს უცხონი იქნებოდნენ, რადგან არც თუ ბევრს ვიცნობ მანდ ვინც რეგის და ამ ჯგუფს უსმენს. :( ჰონორარის თემაზე კი მართლაც გულდასაწყვეტია, რომ არასოდეს არ ხდება თანხების გადანახვა თუ გამონახვა ადგილობრივი შემსრულებლებისათვის. მახსოვს რამოდენიმეჯერ იყო მსგავსი შემთხვევა, როცა მეც ვმღეროდი. ყოველთვის როცა კონცერტისა თუ ახალი წლის დრო ახლოვდებოდა იწყებოდა შემოთავაზებები - გამოდით და იმღერეთ, ქალაქს უყვარს თქვენი სიმღერებიო(გულისხმობდნენ ჩემსა და ჩემი მეგობრების, "სექტორი 03"-ის სიმღერებს, რომლებსაც იმ დროს რადიო "ჰერეთსა" და "ჩვენ რადიოში" მართლა მაღალი რეიტინგები ქონდა.) ჩემი მხრიდან კი ყოველთვის იღებდნენ კითხვას, ჰონორარი რა იქნება თქო? ეს იყო კითხვა, რომელზეც ეწყებოდათ "ელეთ-მელეთი". რასაც შემდეგ მოსდევდა ნერვებ აშლილი და უკვე დაძაბულ ტონში ჩასმული საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს კონცერტი კეთდება ქალაქისათვის, რომ ჩვენ ვართ თელაველები და რომ სწორედ ჩვენ უნდა შეგვტკიოდეს გული, რომ ეს კონცერტი გაიმართოს და ყველა ბედნიერად შევხვდეთ ახალ წელს . . . ეხ ასე ყოფილა - "შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო". რამოდენიმეჯერ მოხდა - უამრავი ვარსკვლავი ჩამოიყვანეს და ზოგს 1500 ლარები, ზოგს კი უფრო მეტიც გადაუხადეს. ადგილობრივი მომღერლები კი, რომლებსაც მათზე მეტად ჭირდებათ ჰონორარი, რომ განვითარდნენ, ყოველთვის "ნოლზე" ეჯდათ. არ ვიცი რამდენად მართებულად ვმსჯელობ, ბევრ თქვენთაგანს შეიძლება გაუკვირდეს ჩემი ასეთი მიდგომა. არა, არც იმას ვამბობ ყოველთვის ფულს ვითხოვდით თქო მე და ჩემი მეგობრები. ათასჯერ გვიმღერია უფასოდაც, მაგრამ ბოლოს მივხვდით, რომ ამ "უფასო" კონცერტებზე ყოველთვის ტრიალებდა ფული, მაგრამ სხვა მიმართულებებით. ხოდა, ჩვენც ავდექით და მოვითხოვეთ.
სამწუხაროა თუ კვლავ იგივე ტენდენციაა, იმედს ვიტოვებ ვცდები და წლევანდელი ადგილობრივი გამომსვლელები ჩვენგან განსხვავებით ჰონორარებით დაასაჩუქრეს (რომელსაც ისევ და ისევ თავიანთი კარიერის განვითარების მიზნით გამოიყებნებენ -ჩაწერენ სიმღერებს, გადაიღებენ კლიპებს, დაატრიალებენ რადიოებში ან სულაც სიდის გამოუშვებენ, ჩვენც ხომ ამ მიზნისათვის გვინდოდა ჰონორარები). იმედია ეს დროც მალე დადგება და ხელოვანი პერიფერიიდან ისეთივე დაფასებული იქნება როგორც "სვეცკი" და "გატელევიზორებული" ვარსკვლავები ცენტრიდან!
ახლა რა ხდებოდა აქ, ზოგადად სალონიკში. . .
კონცერტი სადმე ცენტრალურ მოედანზე, როგორც ეს საქართველოში ხდება აქ არ გამართულა. ბერძნებს სულ არ აინტერესებთ ახალი წლის ღამეს გარეთ შეხვედრა. ან ხვდებიან სახლში და მერე მიდიან კლუბებში, რომლებიც კენჭებივითაა მიმობნეული მთელ ქალაქში ან რესტორნებსა და ტავერნებში აღნიშნავენ და დილამდე მიდის ჭამა-სმა-ცეკვა-თამაში. თუმცა გავიგე ათენში ყოფილა კონცერტი, მაგრამ მეეჭვება ისეთი გრანდიოზული ყოფილიყო როგორც ბათუმში, სადაც ხულიო იგლესიასი ჩამოუყვანიათ. სიმართლე გითხრათ მე ამ კაცის არაფერი მომისმენია და ალბად მანდ რომ ვყოფილიყავი არც წავიდოდი. ისე ამ ბოლო ხანებში ვატყობ ძალიან ნოსტალგიური ევენთები გვაქვს. ტრადიციად იქცა ჩვენი მშობლების თაობის საყვარელი ჯგუფებისა თუ მომღერლების ჩამოყვანა და "პრაზდნიკებზე" მათი ამღერება - ტოტო კუტუნიო, ხულიო, კრის დე ბურგი და ვინ იქნება შემდეგი? თუმცა კონცერტებზე მოზღვავებულ მასას თუ შევხედავთ და მათ ბედნიერ სახეებს დავაკვირდებით ადვილად მისახვედრია, რომ ახალგაზრდებსაც უყვართ ან უყვარდებათ (სხვა გზა არც აქვთ) ეს წარსულის "აჩრდილები". თბილისის კონცერტიც გამორჩეულად "ძველი" გამოსულა. სადღაც ნეტში წავიკითხე ნაფტალინიდან ამოღებული მომღერლებისა და მათი საუკუნის წინანდელი სიმღერების რემიქსებით გადაგორებული საახალწლო შოუს შესახებ. კიდევ ერთი ახალი ამბავი რააა . . . სხვას არც მოველოდი. ის რაც დაინერგა და შემოვიდა 20 წლის წინ დარჩა და რჩება დღემდე შეუცვლელად . . . თუ მოგწონდა 10 წლის წინ, ესეიგი დღესაც მოგეწონებაოოო . . . არ მოგეწონება და დაგიხრჩვია სასმელში თავი . . . ტელევეზიებიცა და მთელი ეს "შოუ-ბიზნესიც" სწორედ ამ მიდგომით მიდის და სადამდე გაგრძელდება ასე ღმერთმაც არ უწყის . . .
მოკლედ დადგა არაფრით გამორჩეული 2012 წელიც და ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა დაიჯერო კაცმა, რომ ეს წელი იქნება სწორედ ის წელი შენსა და ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში რომ იქნება ათასი "გემრიელი" ცვლილების მომტანი. ამ ყველაფერს თუ მაიას ტომის ბელადების ბოდვებსაც დავუმატებთ, მთლად იმედ გადაწურულ სიტუაციაში აღმოვჩენილვართ და ეგაა, მაგრამ მე მაინც (არ ვიცი რატო, მაგრამ მაინც) მეიმედება, რომ თუ მოვინდომებთ ყველაფერი კარგად იქნება. ამისათვის კი მე უკვე დავიწყე ზრუნვა, რომ ასე იყოს! იმედია ის იმედდები და სურვილებიც რაც ჩემს პატარა ოჯახს აქვს ამ წელს, ახდება. თქვენც იგივეს გისურვებთ! ოღონთ მთლად უფალს არ მიაჩერდეთ და ხელის გატოკებაც ნუ დაგავიწყდებათ!
საუკეთესო სურვილებით,
გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე!

No comments:
Post a Comment