დილით მაღვიძარა რეკავს . . . არ მინდა გაღვიძება და ვფიქრობ საერთოდ გავთიშო ტელეფონი, მაგრამ უცბად მახსენდება, რომ 8 იანვარი გათენდა და ელდანაცემივით ვდგები ლოგინიდან. დღეს რაგუცარიაა, ბერძნული კარნავალი, რომელსაც აგერ უკვე 2 თვეა მოველი და რომელზე დასასწრებადაც საგანგებოდ ვარ აღჭურვილ-მომზადებული (ან პირიქით). სწრაფად ვემზადები, ნინუცას და ირინას ვემშვიდობები და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. ლიფტში მახსენდება, რომ დამრჩა უამრავი ნივთი, მაგრამ რაც მთავარია კამერები და დოკუმენტები თან მაქვს, საფულეც ჯიბეშია. გავრბივარ . . . ვიცდი . . . ავტობუსში დროს ვითვლი და უკვე ცხრის 20 წუთზე KTEL-ში, ანუ ბერძნულ ავტოსადგურში ვარ. სალაროსთან მისულს კი დაკეტილი მხვდება, ვკითხულობ და ჩემდა საოცრად ვარკვევ, რომ პირველი რეისი, რომელიც ინტერნეტ ინფორმაციაზე დაყრდნობით 08:30 ზე უნდა გასულიყო, გავა მხოლოდ 10:30-ზე. მიზეზი კი კვირა დღეა. ცოატა ხანს კაფეში ვიცდი, კოლას ვწრუპავ და თელავის ავტოსადგურს ვიხსენებ :)))) KTEL -ის და თელავის სადგურის შედარება უბრალოდ იმდენად უხერხულია, საერთოდ ვივიწყებ ამ უკანასკნელის არსებობის შესახებ და უბრალოდ ზოგადსაკაცობრიო ფიქრებს ვეძლევი :))) 20 წუთში სალარო იღება და მეც "ტუდააბრატნი" ბილეთით ხელდამშვენებული ვიწყებ ფიქრს როგორ მოვკლა ეს დარჩენილი დრო (დაახლოვებით საათნახევარი). გადავწყვიტე ისევ ქალაქში დავბრუნდე, "კტელი" ხომ ქალაქგარეთაა და თუ ქალაქში დავბრუნდები დროსაც გავიყვან და თან უაზროდ ერთ ადგილსაც არ დავტკეპნი, რაც დიდი შვებაა ჩემთვის.
აქეთ-იქით წანწალში ერთი საათი გამივიდა, შემდეგ საქართველოში ვურეკავ დედას და ბოლოს როგორც იქნა დგება ნანატრი დრო. ვჯდები კასტორიისკენ მიმავალ საკმაოდ კომფორტულ ავტობუსში და გავდივართ.
მთელი გზა მძინავს, ვცდილობ გამოვიღვიძო და ჩემი ბებერი "SONY"-ს კამერით ხედები გადავიღო, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება, მალე ისევ ვყვინთავ. ბოლო გამოღვიძებისას ვიწყებ კითხვების გადამეორებას, რომლებიც გუშინ ირინას ვათარგმნინე ქართულიდან ბერძნულად. ვკითხულობ ჩემს დამტვრეულ ბერძნულს და თან ვცდილობ გარშემომყოფებმა არ გამიგონ. შემდეგ გადამყავს ინგლისურად და ასე გადის ნახევარი საათიც. სალონიკიდან კასტორიამდე გზას 02:30 უნდა. თითქმის მთელი გზა დათოვლილია. პირველად ვნახე თოვლი საბერძნეთში. ერთხელ კი მოთოვა სალონიკშიც, მაგარამ სანამ სახლიდან ცხვირი გავყავი უკვე აღებული დამხვდა. გზაში ძალიან ვინანე და ახლაც ვნანობ, რომ მთელი სამთვიანი ჩემი საბერძნეთში ყოფნის მანძილზე პირველად გავედი სალონიკიდან. აქამდეც შემეძლო ახლომდებარე ქალაქებში გამგზავრება. რა ჯობია დილით ადრე ადგომას,ნაუცბადევად გამზადებას და სადმე გამგზავრებას, აი მაგალითად იქ სადაც პირველივე ავტობუსი მიდის . . .

კასტორიაში შესვლისას აღტაცებული ბავშვივით ვაცეცებ თვალებს. საოცრად ლამაზია ყველაფერი. უზარმაზარ ტბაში შეჭრილი ხმელეთი, ულამაზესი ქათქათა ქალაქი, სასწაულებრივი სანაპიროთი, თეთრი სახლებითა და ვიწრო, მოკირწლული ქუჩებით. ამ ყველაფერს კი თავზე მთები გადმოჰყურებს. გოროზი და ჯმუხი, მაგრამ მაინც ლამაზი.
ავტობუსი ცენტრში აჩერებს. კარგი ამინდია, თითქოს კასტორიელებს ამინდიც შეუკვეთიათო ღმერთებისათვის. არც ქარია. მზეა და ბრწყინავს იქაურობა. ჩამოვდივარ და იქვე ჩამომსხდარ 4 ახალგაზრდას, რომლებმაც ჩემთან ერთად იმგზავრეს ვეკითხები გზას, თუ როგორ მოვხვდე რაგუცარიაზე. მირჩევენ გავყვე მუსიკის ხმას და უცნაურად ჩაცმულ ხალხს, რომლებიც უკვე ირევიან სადგურთან ახლოს. მოვდივარ და უკნიდან ერთ-ერთი მაწევს რჩევას, რამე ალკოჰოლური დალიე, ფხიზელი რაგუცარიაზე ყოფნა არ შეიძლებაო, მეცინება, ოკ-მეთქი. მივყვები ვიწრო ქუჩას, ავდივარ აღმართზე და უკვე გულში მწვდება დამფა-ზურნის ხმა.
2 წუთში თავი მცირე გზაგასაყარზე ამოვყავი, სადაც 2 ქუჩა ერთდება (ან სამი), აქ მოუყრიათ თავი მონაწილეებს, უფრო სწორად მე მეგონა ასე, რომ მხოლოდ ამ ვიწრო ქუჩების შესაყარზე იყვნენ მოწყობილნი მონაწილეები. გზა მთლიანად ეკავათ რამოდენიმე ჯგუფს, როგორცშემდეგში გავარკვიე, გუნდებს რომლებიც ცარნავალის თავში იყვნენ მოქცეულნი. იქ სადაც მე დავდექი, რათა ფოტოები და ვიდეო გადამეღო შეკრებილები იყვნენ სანტა კლაუსის
გუნდი, სანტას ხელმძღვანელობით და ასე 20-მდე პატარა სანტა კლაუსი ბავშვებით ასევე მათ უკან იყვნენ მათი მშობლები, რომლებიც ასევე სანტების ფორმაში იყვნენ. მათ უკან კი ჩვილი ბავშვების და თოჯინების ტანსაცმელში გამოწყობილი "ბავშვების" ჯგუფი იდგა. "პატარებს" თავზე კომპაკტ დისკებიანი ადამიანების გუნდი მოსდევდა. მათი მთავარი ლოზუნგი კი ასეთი იყო "როცა წასაკითხი მაქვს მეზარება", სიმბოლოდ კი წითელი ბუ აერჩიათ, რომელსაც კარგად რომ
დავაკვირდი თვალებში ცრემლები ქონდა ჩამდგარი. როგორც მივხვდი "ინტელექტუალ" ბერძნებს (ბუ ხომ ინტელექტუალობის ნიშანია) ძალიან ეზარებათ კითხვა. არც გამკვირვებია. ქუჩაში რომ გააჩერო ბერძენი სტუდენტი და მითოლოგიაზე ან ისტორიაზე დაელაპარაკო, ყბა ჩამოგივარდება კაცს. მგონი ამათ ზევსისა და პოსეიდონის არსებობაც კი დაივიწყეს საბოლოოდ :)))
მცირე გორაკზე და ასევე ქუჩის ნაპირებთან მაყურებლებს მოუყრიათ თავი, ძირითადად, უფროსი ასაკის წარმომადგენლებს, ფოტოგრაფებს და ტურისტებს. თუმცა სიმართლე გითხრათ მაინც და მაინც ბევრ ტურისტს ვერ ვხედავ, ვგულისხმობ უცხოელებს. მაყურებლები და მონაწილეები ძალიან ხშირად ეხვევიან და კოცნიან ერთმანეთს, რაც იმის მანიშნებელია, რომ იცნობენ ერთმანეთს, ანუ ფესტივალზე ქალაქის ერთი ნაწილი მაყურებლის, მეორე კი მსახიობების როლშია. ტურისტების ნაკლებობაზე ისიც მოწმობს, რომ სულ მალე დაინტერესდნენ ჩემით ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, რომლებიც რაგუცარიას აშუქებდნენ. მათი ყურადღება ჩემმა ჩაცმულობამ და შლაპამ მიიპყრო, რომელიც ბერძნებისგან ხშირად გამომარჩევს ხოლმე. როცა იგებდნენ რომ საქართველოდან ვიყავი, ხომ მთლად გაოცებულები მიტრიალებდნენ კითხვას. ამერიკაში რომ ჯორჯიაა იქიდან თუ ღეორღიადანო. მესმის მათი, აქ ქართველებს ერთნაირი სტილი აქვს, არ მოვყვები ახლა მათზე. ერთსაც გავიხსენებ, მთვრალი სტუდენტების გუნდი მაჩერებს, შეღებილი სახეებით და მთხოვენ მათ მეგობარს დავუძახო "ცუცო", მისი ბავშვობის დროინდელი სახელი, რომელზეც ის ძალიან ღიზიანდება. მეკითხებიან საიდან ვარ და ვისთან ერთად ვარ. როცა იგებენ, რომ ქართველი, მარტო ჩამოვიდა "რაგუცარიაზე" დასასწრებად კითხულობენ ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას (ანუ გიჟი ხომ არ ხარო?) :))) ყველას უკვირს ჩემი იქ ყოფნა, ვინც ახლოს გავიცანი. მე კი მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა შევუდექი საქმეს, გავედი საველე სამუშაოზე და უშუალოდ ჩავერთე პროცესში, რომელზეც მოკლე ხანში სადოქტორო ნაშრომი უნდა დავწერო. არა, მხოლოდ რაგუცარიაზე როდი ვწერ. მოგეხსენებათ, ჩემი თემა "უძველესი ქართული და ბერძნული სახალხო თეატრალური სანახაობებია". რადგან ეს პირველი სანახაობაა, რასაც საბერძნეთში ვესწარებ ძალიან შემართული და აღტაცებული ვიყავი. მოკლედ როგორც კი მივედი დავიწყე ორი კამერით მუშაობა. მიუხედავად იმის, რომ არც ჩემი "ქვის ხანის დროინდელი" SONY-ა პროფესიონალი და არც იას ნათხოვარი დედისერთა 8 მეგაფიქსელიანი PENTAX, იხტიბარს არ ვიტეხდი და გამოცდილი ჟურნალისტივით (და არა ვარ თუ რა?!) დავხტებოდი აქეთ-იქით. ადგილობრივი ტელევიზია აშუქებდა თურმე მთლიან მსვლელობას, არც კი შემიმჩნევია რომ LIVE იყო. ვცდილობდი მეც მათ მხარდამხარ "დამეჭირა" ყველაფერი. მთელი ეს ვიდეოები ფრაგმენტულადაა თავმოყრილი ამ ლინკზე - http://www.alphafm.gr/archives/37059

No comments:
Post a Comment