Monday, November 28, 2011

მე ის უცხო აღარა ვაარ . . .

საღამო მშვიდობის.
აქ ახლა საღამოა მანდ კი უკვე ღამე, გითხარით რომ საბერძნეთი ორი საათით ჩამორჩება საქართველოს? ჰეჰ, ეს რომ მიშამ გაიგოს აუცილებლად გააფორმებდა თავისებურად, სადმე საჯარო გამოსვლაში  :)))
ალბად გეუცხოვათ სათაური . . .
არ ვაპირებ გრძელი პოსტის წერას. . .
ჩემს ცხოვრებაში ცვლილებაა,უფრო სწორად კი გარეგნობაში. მე ის უცხო აღარა ვაარ. (მე ის თამრო აღარა ვარ - გახსოვთ ალბადძველი ქართული კინოფილმიდან.)
მოკლედ ის რასაც ასე ვუვლიდი, რასაც ასე ვუფრთხილდებოდი და ცივ ნიავს არ ვაკარებდი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აღარ მაქვს. ჩემი სიამაყე კიკინა მოვიჭერი ხალხნოოოოო . . . და მარტო კიკინას ვინ ჩივის თმა, რომელსაც 2007 წლიდან ანუ უკვე მეხუთე წელია ვიზრდი მთლიანად გადავიპარსე!
მორჩა, გრძელთმიანი უცხო უკვე წარსულს ჩაბარდა.
გუშინ დილით, ძალიან ცუდ განწყობაზე გავიღვიძე. პრობლემები შემექმნა საკუთარ ოჯახთან (თუ ბლოგია და დღიური ცოტა პირადულიც გაგანდოთ შეიძლება). თავი პრობლემებისა გამოიწვია ჩემმა ტყუილებმა, რომელსაც არავისთვის ზიანი არ მოუტანია, თუმცა მაინც ტყუილები იყო და თანაც ჩემებს,ყველაზე ახლობელ ადამიანებს ვაწყენინე. დაწვრილებად არც ღირს . . . უბრალოდ პირობა დავდე და ნაწილობრივ არ შევასრულე. ეს კი 25 წლის (14-ში უკვე 26-ის გავხვდები, საჩუქრებზე არ შეწუხდეთ . . .) დაოჯახებულ კაცს არ ეკადრება. ადამიანი მაშინ ფასობს, როცა სიტყავს ასრულებს, თავს არ კარგავს და ფიქრობს თავის საყვარელ ადამიანებზე.მე კი ერთი ორჯერ "ერორი" მომივიდა . . . პროგრამამ აურია და ამიტომაც, მისი "რეინსტალი" გახდა საჭირო. მარტო რეინსტალისა რა ვთქვა. ზოგადად მიყვარს ხოლმე საკუთარი თავის დასჯა, გაბედნიერება, მუშაობა მასზე. ამ შემთხვევაში თავს ჩემთვის ძვირფასი თმის (მართლაც რამოდენიმე ასეული ლარი მაინც ღირდა) მოკვეთა მივუსაჯე! და განაჩენი "Three Days Grace"-ს აკომპანიმენტით, ნახევარ საათში მოვიყვანე სისრულეში!
ავიღე ხელში ჩემი კიკინა და გიოს დავადექი თავ და წვერ მოპარსული თავზე. ეძინა. დილა იყო, ალბად 9 საათი, გაიღვიძე ბიჭო მეთქი დავუღრიალე და რო გადმობრუნდა. ერთი უაზროდ ამოილუღლუღა რაღაც და კინაღამ ლოგინიდან ისკუპა შეშინებულმა. :)))
ასე დასრულდა ჩემი გრძელთმიანობის ეპოპეა და დაიწყო ახალი იმიჯის ხანა. "გადატვირთვა" მარტო პოლიტიკის ნაწილი კი არაა, ხშირად უბრალო ადამიანებსაც სჭირდება ის. ფიზიკურის გარდა, ცხოვრების წესსაც მოუწევს გადატვირთვა . . . უფრო მეტს ვიჯდები სახლში და მივხედავ თემას, თორემ ხელმძღვანელი მემდურება რაღაცეებს. თემასთან დაკავშირებული პოსტების მოხშირება თუ იგრძნოთ ესეიგი სათქვენოსკენ ვარ და არ ვფლანგავ დროს უაზრობებში. . . 
ასე რომ დაელოდეთ მომავალ პოსტებს!
მე კი დროებით,
მომავალ პოსტამდე გემშვიდობებით!
პ.ს. ისე ბლოგს "უთმო'ს ბერძნული დღიურები" ხომ არ დავარქვა?


4 comments:

  1. ვავა.. ვავა.. ვავა... :| ვააა.. გამიტყდა ე..

    მახსოვს, მაქედან რო ჩამოვედი ოთხი თვის გასაპარსი წვერი მქონდა. ორი თვე აქ ვიზარდე. მერე მომეშალა ერთ დღისით ნერვები და ნაჩხუბარმა გავიპარსე. ტაკ შტო მესმის შენი..

    არ იდარდო ოღონდ :)

    ReplyDelete
  2. აქედან? საბერძნეთში იყავი?
    სიმართლე გითხრა არც მიდარდია, ჩანს სევდა ჩემს პოსტში?

    ReplyDelete
  3. კი, რამდენიმე წლის წინ. თესალონიკში ვცხოვრობდი, აგიოს ნიკოლაუს ეკლესიასთან. ჩემი ცხოვრების ბედნიერი მოგონებები მაკავშირებს საბერძნეთთან და ამიტომ გულით ვკითხულობ შენს პოსტებს. :)

    ReplyDelete
  4. ეგ ეკლესია ცენტრშია? კამარასთან ვარ მე . . .
    ერასმუსით იყავი შენც?

    ReplyDelete