გამარჯობა!
როგორ ხარ?
მე კარგად ვარ, ძველებურად, ევროპულად :)
ეს პოსტი მინდა ერთ კონკრეტულ თემას მივუძღვნა.
ალბად ჩემს ერთგულ მკითხველებს მოეხსენებათ ჩემი აქტიურობის ამბავი თელავში. მე ხომ არ შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება, სულ რაღაცას დავეძებ, სწორედ ამ ძებნაში შეიქმნა "თელავური სერიებიც", ვგულისხმობ როგორც ფილმების ციკლს, ასევე ჟურნალს. ხოდა, ჩემი მოუსვენარი ხასიათის გამო სახელი გამივარდა. ყველა საინტერესო პროექტი, ზოგადად ქალაქში თუ უნივერსიტეტში რაღაცნაირად მოდის ჩემსკენ. არ გეგონოთ თავს ვიქებდე, ასეა, ფაქტია. ასე მოხდა გასულ სექტემბერს, როცა მე თავი ამოვყავი ტელე "იმედის" ახალ პროექტში.
ერთ მშვენიერ დღესაც გავიგე, რომ ზემოთ ხსენებული ტელევიზია იწყებდა ახალ სატელევიზიო პროექტს. დავინტერესდი :) ან როგორ არ დავინტერესდებოდი, მე ხომ კამერომანი ვარ, ანუ ადამიანი, რომელიც ყველა კამერაში ეჩხირება. :) რა ვქნა ჩემი სისუსტეა, მაგრამ ამით მართლა მაგრად "ვკაიფობ". ეს ვირუსი ალბად ტელევიზიიდან შემეყარა, სადაც 4-5 თვე დავყავი და მას მერე გამუდმებით მივილტვი კამერებისკენ. ასე იყო, როცა ჯეობარში ვაპირებდი წასვლას (კიდევ კაი არ ამიყვანეს), ასე იყო, როცა გოუ ჯგუფში მოვხვდი, ასე იყო როცა "იმედის" ინტუიციაში წავედი და მოკლედ რა მოთვლის კიდევ . . . იმას ვყვებოდი, რომ პროექტით დავინსტერესდი, მაგრამ ჩართვას სიმართლე რომ გითხრათ არ ვაპირებდი, ვინაიდან მთელი გულისყური საბერძნეთისკენ მეჭირა.
თუმცა მოხდა ისე, რომ ერთ დღესაც მე როგორც თანამშრომელი (და არა როგორც დოქტორანტი სტუდენტი) შევხვდი "იმედის" გადამღებ ჯგუფს, რომელიც სამი დღით იყო ჩამოსული ფლეშ მობის გადასაღებად თელავში. ბოდიში მომითხოვია, ვინც პროექტის არსი არ იცის, მაგრამ სიტყვა ძალიან გამიგრძელდება და არ ვაპირებ დაწვრილებით ახსნას და კოტიკოს ან ნუკის როლის შეთავსებას(პროექტის წამყვანები არიან ორივე).
შაბათი იყო თუ კვირა, დავხვდით სტუმრებს. ვიმსჯელეთ და შევთავაზე დაგეხმარებით თქო, გაგარკვევთ ქალაქის სიტუაციაში, სად შეილება გადაღება სად არა,მე ხომ ამ საქმეშ 2 წლიანი სტაჟი მაქვს. თუმცა მალე გამოაშკარავდა მათი მიზანი. გამიკეთეს "პეტლიჩკა" და აბა შენ იცი, შენ იქნები მთავარი გმირიო. დანარჩენის მოყოლასაც არ ვგეგმავ, ალბად ნახეთ "პროფაილი" და თვითონ ფლეშიც. ან თუ არადა აქ შეგიძლიათ იხილოთ - http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=15-10-2011+23%3A32
სამწუხაროდ პირდაპირი ეთერის დროს მე უკვე საბერძნეთში ვიყავი. თუმცა თელავი პირველ გადაცემაში უნდა ყოფილიყო, რომელიც სექტემბრის ბოლოს გადიოდა და მეც ვასწრებდი იმედში წასვლას, მაგრამ ჩვენ "ფეისი" იყო დაკავებული და გადაიდო. ნამდვილად დამწყდა გული. მაგრამ რას ვიზავთ, ასეც ხდება ზოგჯერ. თუმცა აქვე საყვედური ჩემს მეგობრებს, რომლებმაც არსად ახსენეს "მთავარი გმირი" ;)
აქ ყოფნის დროს სულ ალბად 2-3 ჯერ ვუყურე ამ გადაცემას. არადა მართლა მაინტერესებდა რა ქონდათ სხვა უნივერსიტეტებს მომზადებული, მაგრამ ეს საზიზღარი ქართული საიტები ხო არაფრის საშუალებას არ მიცემენ კაცს. "თვალი.გე" ურევდა მუდამ,"Myvideo.ge" კიდევ გაბლატავებულა და საზღვარგარეთიდან შემოსულ მომხმარებლებს ფულის გადახდის გარეშე არ უშვებს, ალბად გონიათ აქ ყველა ქართველს ისეთი დალხენილი ცხოვრება აქვს, რომ ერთი-ერჯერ ქართულ არხებს რომ შეავლოს თვალი ევროებს გადაიხდის :(
ვუყურე ჩვენს პირველ პირდაპირს. მაგრადაც ვინერვიულე. ბიჭები ჯერ კიდევ აქ იყვნენ, ვბალეშიკობდით ერთად თელავს და ძლივს რომ გადავღოღდით ძალიან გავიხარეთ. ეს ვნახეთ იმედის საიტის მეშვეობით სადაც პირადპირი ეთერი ქონდათ.
მერე კიდევ ერთი გადაცემა ვნახე სხვების, აა მახსოვს სამედიცინო იყო ერთ-ერთი და ძალიან მომეწონა. აი ის იყო მართლაც ფლეშმობი.
ვიცოდი ჩვენებიც მალე იქნებოდნენ. მეორე ტურში თითქოს გართულებული დადგმები უნდა ყოფილიყო - არავითარი ცეკვა და სიმღერაო, მეც როგორც "პატრიოტი" უნელი, თავს ვიჭყლეტავდი იდეების ძებნაში. იქნებ რამე მომაფიქრდეს და დავეხმარო სცენარის ამბავში თქო. მაგრამ საბოლოოდ ისევ იმედმა მოიტანა იდეა. ზოგადად იმედის იდეებზე მე მაგრად ვკაიფობ. არ გახლავართ სცენარისტი, მაგრამ რაღაც უკეთესის მოფიქრება მგონია შემიძლია. ამხელა ტელევიზიაა, ასეთი გრანდიოზული ფული დევს პროექტში (15 ათასი თვითოეული უნივერსიტეტიდან) და მართლა ვერ ვხვდები ვინმე კრეატიული ტიპი რატომ ვერ დაიქირავეს იდეებისთვის. მოკლედ ასეა თუ ისე, ვერც ჩვენ ვივარგეთ, თელაველებმა. როგორც გავიგე იდეების სერიოზულ კრიზისს განიცდიდნენ უნიში და ბოლოს ისევ იმედმა აიღო თავის თავზე ინსცენირების მოფიქრება. სამწუხაროა, რომ კახური გონება ვეღარ ჭრის . . . ასევე შეგვეცვალა "ფეისიც". დუტა პაატამ ჩაანაცვლა. მივესალმები! მე თავიდანვე გავიძახოდი რომ დუტა არ უნდა ყოფილიყო ფეისი, რომ პაატა უმჯობესი ვარიანტია. აქ პიროვნული არაფერია. დუტას არასოდეს სცალია, გადაღებიდან გადაღებაზე დარბის. თან კრეატივს რაც შეეხება, მგონია პაატა უფრო მაგარია. ეს ჩემი აზრია. ;) ასე რომ მოხარული ვარ, პაატას რომ "ჩავბარდით"!
გუშინ მთელი დღე ვახსენებდი თავს არ დამვიწყებოდა რომ 21:00 ზე გადაცემა იწყებოდა (ჩვენ და საქართველო 2 საათითაა დაშორებული).
ჩემი საშინელი ინტერნეტის გადამკიდე მეშინოდა რომ ვერ ვნახავდი თელაველების პერფორმანსს. მართლაც გადაცემის დაწყებისთანავე აღმოვაჩინე, რომ ინტერნეტი "მიკვდებოდა", ხოდა დავიხურე ქუდი და გავქუსლე უახლოესი ინეტერნეტ კაფისაკენ. მივედი, მოვეწყე და ჰოი საოცრებავ, "იმედის" დალოცვილი პირდაპირი ეთერი არ მუშაობს თურმე. ანუ ირთვება, მიდის წამზომი, მაგრამ არაფერს უჩვენებს.:( გამოვშტერდი ამის დანახვაზე, ლამის ნომერ პირველი TV-ია საქართველოში და საიტზე პირდაპირი ეთერი არ უმუშავებთ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ფუუუ, დავასხი თავს ლაფი, მოკლედ გულში მაგრად "დავლოცე" და დავიწყე ალტერნატივაზე ფიქრი. ეს ალტერნატივა კი გაგიკვირდებათ და ჩემი ძველი ჯაბახანა ტელევიზორი აღმოჩნდა. :))))
მართლაც, ასე 10 წუთში უკვე საკუთარ სახლში, თელავში საკუთარ ტელევიზორს ვუყურებდი. არ გეგონოთ სუპერმენის რამე გადამედო :) ისევ ის გიო ვარ, ხუჭუჭა პატარა. უბრალოდ მე, დედამ და ჩემმა მეუღლემ სკაიპის ვიდეო ქოლის მეშვეობით შევძელით ერთად გადაცემის ყურება. თან ვსაუბრობდით კომენტებს ვაკეთებდით, თუმცა ცოტა ანტენა ურევდა, ითიშებოდა ხოლმე ტვ, მაგრამ მთლიანობაში მაინც ვუყურე გადაცემას. :))) ესეც ერთი მაგალითი, იმის, რომ შეუძლებელი არაფერია, როცა შენს გვერდითაა 21 საუკუნის ტექნოლოგიები ;) მადლობა ჩემს ოჯახს!
ახლა უშუალოდ გუშინდელ გადაცემაზე. თვითონ ეთერი იყო სრული დეგენერატობა, იმიტომ, რომ ეს ნანუკა ენას არ აჩერებდა, ვინ დაგვწყევლა, რომ უკვე მეორედ ეგ ქალი ხვდება ჩვენთან ერთად. ძალიან გადამეტებული და მეტიჩრული გამოხტომები აქვს. გამაღიზიანებელია ნამდვილად. მესმის "ფეისია" და თავისებს უნდა გაუწიოს პიარი, მაგრამ ეგ რასაც აკეთეს უკვე ცდება პიარის ჩარჩოებსაც და სართოდ ნორმალური ადამიანის ქცევისასაც :((( ნანუკა გვერძე იყოს და ძალიან მომეწონა ჩვენი ახალი სახე, რომელმაც მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ასე გააგრძელე პაატა!
ფლეში სიმართლე გითხრათ არ მომეწონა, ჩემი აზრით პირველი ჯობდა, ვგულისხმობ იდეას და არა შესრულებას, აშკარაა გიოს, ქორეოგრაფს ნამდვილად დიდი შრომა ჩაუდია, მაგრამ მთლიანობაში იდეა მოიკოჭლებდა. პირველ პერფორმანსს ქონდა ძალიან ლამაზი სახე, იყო გამოკვეთილი მესიჯი "გაიღიმე", "ღიმილის დღე" მოუწოდებდა ყველას მხიარულებისაკენ და ფეისიც იყო მეტად დაკავებული და აქტიური. მეორე წარმოდგენაში კი არა, პაატას როლი ძალიან პასიური იყო, არ იყო გამოკვეთილი ლოზუნგი, არ ქონდა ამ ფლეშს სახელი და ცოტა სინქრონიც მოიკოჭლებდა ცეკვის(ეს კი აშკარად დროის სიმცირეს უნდა დავაბრალოთ, ალბად როგორც წინაზე, ესეც ერთ დღეში დადგეს). ძალიან მომეწონა ქალბატონი ნონა ხუმარაშვილი, რომელიც ბაზარში მოვაჭრის როლს ასრულებდა და რომელიც ვითომდა ჩაერთო ამ 90-იანების ჰიტზე აცეკვებულ მასაში. ისე სიმღერაც უკეთესი შეიძლებოდა. მე მაგალითად ამას ვამჯობინებდი - http://www.youtube.com/watch?v=CS9OO0S5w2k&feature=youtu.be
თუმცა მთლიანობაში მაინც ნორმალური იყო და ეს ესემესებზეც აისახა. მესიჯები ხომ ცალკე თემაა, აქ იმარჯვებს არა ის, ვინ უფრო მაგარ ფლეშს დადგავს და გააოცებს ხალხს, არამედ ვინ უფრო მეტს გადარიცხავს. ძალიან ცუდია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ იჩაგრებაინ ღარიბი და ნიჭიერი ხალხი, მდიდარი და ნაკლებად ნიჭიერებისაგან. მე ყველაზე მეტად სოხუმის პერფორმანსი მომეწონა, მაგრამ ისინი ვერ გადავიდნენ, არადა ეკუთვნოდათ, ისევე როგორც ჩვენ. მიხარია ჩვენი წარმატება, მიხარია, რომ გააქტიურდა ხალხი და უკვე მოერეზე გავედით ამ ტურში. იმედი მაქვს მომავალში მთლად პირველებიც ვიქნებით, გააჩნია რამდენად მოიფხეკს ჩვენი უნი ჯიბეებს და რამდენად კრეატიულები ვიქნებით ზოგადად კახელები ;)
აი ასეთია ჩემი მოსაზრებები ამ გადაცემაზე და ზოგადად ჩვენს გამოსვლებზე. უბრალოდ არ შემეძლო არ დამეწერა ჩემი მოსაზრებები. ეს ხომ ბლოგია, სადაც გარდა იმისა რა გავაკეთე და სად ვიყავი, შემიძლია ვწერო რას ვფიქრობ , რა მომწონს, რა არ მომწონს. . .
ახლა კი წავედი, საქმეები დამიგროვდა და მივხედავ,
მომავალ პოსტამდე,
დროებით ;)

No comments:
Post a Comment