გამარჯობათ!
დღეს კვირაა, ძალიან გვიან გავიღვიძე, სახლი გამოვგავე, გიომ ჭურჭელი დარეცხა, მე კარტოფილი შევწვი... ვისადილეთ . . .
პოსტის წერის ხასიათზე დავდექი, თავში ბევრი თემა მიტრიალებს (სტუდენტური ცხოვრება საბერძნეთში, ვიდეო ლექსი, კიდევ სხვები). თუმცა გადავწყვიტე დღევანდელი ბლოგი ერთ პატარა სასწაულს-სახელად ნინუნას მივუძღვნა.
გუშინ ჩემს მეუღლესთან საუბარში განვიხილავდი მომენტებს, რომლებმაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე, ანუ შემცვალა. აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ასეთ მომენტთაგანი სწორედ ჩემი პატარა ქალბატონის დაბადება გახლავთ. სიმართლე გითხრათ, რამოდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ, დაოჯახებას კაი ხანი არ ვაპირებდი. შვილზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. უამრავი მიზანი მქონდა, უფრო სწორად ათასი სისულელეთი ვიჭედავდი თავს. სისულელეებს იმიტომ ვუწოდებ, რომ არაფრის მომცემი იყო ისინი ჩემთვის. პროექტები, რომლებიც წაგების და გულისტკივილის მეტს არაფერს მაძლევდა. მერე დავოჯახდი და შვილზე ფიქრებიც თავისთავად, ძალიან სწრაფად მოვიდა. როგორც მოგეხსენებათ მაინც და მაინც აზიატი არ გახლავართ და ვაღიარებ, რომ პირველი შვილი "ოქროს მანცარიანი" ბიჭი სულაც არ მინდოდა. საქართველოში ეს ხომ ძალიან პოპულარული სახუმარო და საშაყირო თემაა. ყველა კაცს პირველი შვილი ბიჭი უნდა. შემთხვევით თუ "პროექტი" ჩაუვარდა და გოგო დაიბადა, მტრისას... საძმაკაცოს ყბიდან მინიმუმ ნათლობამდე ვერ ამოვა. პანჩურებსაც უნდა კაცურად გაუძლოს. ტრადიციაა ასეთი თუ არ გსმენიათ - პანჩურს ურტყამენ ახალ მამიკოს, თუ გოგო შეეძინა. სისულელეეე :)))
აღარ მახსოვს პანჩური მეც მითავაზეს თუ არა, მაგრამ ძალიან ბედნიერი რომ ვიყავი ეს დღემდე მახსოვს, თან მაგრად ვნერვიულობდი, როგორ გავუგებდით მე და ეს პატარა სასწაული ერთმანეთს, რომელსაც სხვათაშორის პირველად მისი დაბადებიდან ასე 10 წუთში შევხვდი სამშობიაროს ტალანში. რაღაც-რუღაცეებში გახვეული, მთლად თეთრი იყო და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა თვალებ დახუჭული. თავისნათქვამა რომ იქნებოდა თავიდანვე მივხვდით. ჩვენ 8-ში გვქონდა მისი ამ ქვეყანაზე ვიზიტი დაგეგმილი, მაგრამ თვითონ აირჩია ქალბატონმა და აგვისტოს ხუთის გამთენისას დაგვაფეთიანა. მოკლედ მოვიდა და თავდაყირა დააყენა ჩვენი ცხოვრება. მეც, რომ ვიხსენებ ძალიან შემცვალა, ძირფესვიანად თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ კაი გვარიანად. თავიდანვე შეგვაყვარა თავი ყველას.
საერთოდ ძალიან არ მიყვარს ჩემი პირადულის გამომზეურება. ინტერნეტში დადება ყველაფრის რაც შენ გეხება ჩემთვის მიუღებელია, ერთი წელი საერთოდ ფოტოებსაც არ ვდებდი ფეისბუქზე. მაგრამ ამ ბოლო დროს ცოტა დავიწყე შეარი. არ ვიცი ეს ცვლილება რამ გამოიწვია, არც მინდა ფიქრი, უბრალოდ ვწონი რა შეიძლება დავდო და რა არა. არ გეგონოთ თავს ვუფრთხილდებოდე ან იმიჯს, ძალიან რომ მკიდია სხვები რას ფიქრობენ ჩემზე მოგეხსენებათ ყველას. უბრალოდ ზოგი რამ მე თვითონ არ მსიამოვნებს და ჩემთვის რაც მიუღებელია, ვერც გავაკეთებ. ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ აქამდე არასოდეს დამიდია ოჯახის ფოტოები ჩემთან, ვიდეო ხომ მითუმეტეს. საჭიროებაც არ იყო. ნინუცას თავისი ფეისბუქ ექაუნთი აქვს (http://www.facebook.com/profile.php?id=100002271242867) და მის ფოტოებს იქ ვდებთ ხოლმე. თუმცა ამ პოსტს აშკარად ჭირდება მცირე ვიდეო მასალები არქივიდან,ხოდა ცოტას დავდებ-თქო გადავწყვიტე. ეს ხომ ისტორიაა და ეს პოსტიც ისტორიის ნაწილად იქცევა მოგვიანებით, ამიტომ მინდა ვიდეო მასალებით შევაზავო.
დღემდე არ მესმის ეს უაზრო ჩვრებში გახვევა რათ უნდათ ბავშვებს, ახლა რომ ვუყურებ რა მჭიდროდ იყო ბავშვი შეკრული გული მისკდება. საშინელებაა . . .
გადიოდა თვეები, ნინუცაც ჩვეულებრივ იზრდებოდა, როგორც ყველა ბავშვი. უბრალოდ მე ვნერვიულობდი მუდამ. ვნერვიულობდი, რომ სამუშაო არ მქონდა და სულ მეგონა, რომ ამის გამო ბავშვს რაღაცას ვაკლებდი. თუმც ასეც არ იყო, მას რაც ჭირდებოდა ყველაფერი ქონდა. სათამაშოებიც უამრავი იყო, საჩუქრებიც. 40 დღის შემდეგ მოვნათლეთ . . . თუმცა მე ნათლობას არ დავსწრებივარ, თბილისში გახლდით საქმეზე. ეს რომ ესმით, ხალხი გაოცებული მიყურებს ხოლმე. შენ რა შვილის ნათლობაში არ ყოფილხარო? :))) მეც მეღიმება, რა უნდა ვუპასუხო არ ვიცი :) საერთოდ ხშირად არ მახასიათებს ტიპიური დამოკიდებულებები და ზოგჯერ არც სტერეოტიპული მამა არ გახლავართ. ეს ზოგჯერ უცნაურად ჩანს ან ჟღერს, ალბად ნინუცაც ასე არასტერეოტიპულად გაიზრდება და ეს ჩემი აზრით კარგია. არ შეიძლება ყველა ერთმანეთს გავდეს და ყველა ერთნაირად აზროვნებდეს.
პირველი რამოდენიმე თვეს ცოტა გვაბრაზებდა, უფრო სწორად გვაღვიძებდა, თავიდან მიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე. საერთოდ ასე ყოფილა, შვილის გამო შეგიძლია ყველაფერს მიეჩვიო ან პირიქით გადაეჩვიო, ესაა გრძნობა, რომელსაც მთების გადადგმა შეუძლია.
მისი ძილი ხომ ყოველთვის მაოცებდა და გადავყავდი ჭკუიდან. სულ პატარას ასე მუცელზე უყვარდა წოლა, შემდეგ სხვანაირი ძილი დაამუღამა,მთელი ღამე ტრიალი და პოზების ცვლა. ამ ბოლო თვეებში კი თავქვეშ ისწავლა ხელების ამოდება და ასე დალხენილად დაძინება. ზოგჯერ შემშურდება ხოლმე ასე უდარდელად დაძინებულს რომ ვხედავ, თუმცა რაც აქ ვარ მეც უდარდელად დავიწყე ძილი. ერთიანად რომ მოვწყდი იმ ალიაქოთს რაშიც ვცხოვრობდი ძალიან მოვეშვი. სულ ძილი და დასვენება მინდა. ნინუცას დაძინებაზე კი კიდევ ერთს გავიხსენებ. როცა ირინა, ჩემი მეუღლე მიდიოდა სახლიდან და ბავშვს ძილის დრო უწევდა, იწყებოდა ჩვენი ტანჯვა. თავისი საყვარელი რძის გარეშე მისი დაძინება ერთ საოცრად რთულ დავალებას წარმოადგენდა. ვიწყებდით (ხან მე, ხან დედაჩემი და ხან სოფუნა, ირინას და) მისი კომპიუტერით დაძინებას. ანუ ვურთავდით საბავშვო კლიპებს და ვცდილობდით ასე კომპიუტერის სკამის რწევით მის გაბრუებას. ეს თუ არ შველოდა მერე ხელში ავიყვანდით და ვურტყავდით წრეებს ოთახს, ხან მთელ სახლს. ზოგჯერ კი ესეც რომ არ ჭრიდა ჩაგვყავდა დაბლა და ეზოსაც ვკრუგავდით. ბოლო ხერხი კი თუ არანაირად არ დახუჭავდა თვალებს მისი მანქანით დაძინება იყო. ეს იყო ჯოკერი ამ საქმეში. ქანცგამძვრალი ბევრჯერ ჩავმჯდარვარ მეზობლად მდგარ ტაქსებში და მისეირნია ნინუცათი ხელში. მანქანა მაქსიმუმ 10 წუთში აძინებდა. თუმცა სახლში მოსვლის მერე იწყებოდა კიდევ ერთი რთული პროცედურა - ჩაძინებულის უმტკივნეულოდ ლოგინზე გადაწოლა. ოხ რამდენჯერ გაღვიძებია 2 საათიანი უძილობისა და ტაქსებით სეირნობის შემდეგ ასე დაღლილს ლოგინზე გადაწვენისას. რამდენჯერ დაურეკიათ სამსახურიდან და გამოვულანძღივართ დაგვიანების გამო, ჩემი მიზეზი კი ნათელი იყო, ნინუცას უძილობა. დაძინება არც ახლა უყვარს, თუმცა თუ დაღლილია თვითონვე მოითხოვს ხოლმე. ისწავლა როგორ აღიდგინოს ენერგია რომ მერე ყველას გამოაცალოს ის, ვინც გარშემოა. :))))
ეს მისი პირველი მუსიკაა, ეს მუსიკა აძინებდა ხოლმე. მერე ნელ-ნელა სხვა რაღაცეების მოსმენაც დაიწყო. ცოტა რომ წამოიზარდა უკვე კომპიუტერთან დასკუპდა. მეც გადმოვუწერდი ხოლმე საბავშვო კლიპებს ნეტიდან და მთელი დღე ვატრიალებდით. მგონი მთელმა ოჯახმა თუ სამეზობლომ ზეპირად ვიცით უცხოური თუ ქართული საბალღო-სალაღოები.:) თავიდან GUMMY BEAR უყვარდა ძალიან, მერე დისნეის მულტფილმის სიმღერები, ცოტა ქართულებიც ბასტი-ბუბუდან. მერე ერთი უცნაურად ჩემი ბავშვობის კლიპები ამოიჩემა. ბავშვობაში ორი სიმღერა მაქვს ჩაწერილი და იმის მოსმენა უყვარდა განსაკუთრებით. შეეძლო საათობით ეყურა თავისი "პატარა" მამიკოს "შედევრებისათვის". ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანბდა ზოგჯერ და თავატკიებული ვწყევლიდი იმ დღეს მე რომ მომღერლობა გადავწყვიტე. ჩემს ორ ვიდეო კლიპს შორის იყო ასევე ჩემი მუსიკის მასწავლებლის ვერიკო სახიაშვილის ვიდეო კლიპი სანთელზე და ჩამქრალ სიყვარულზე. მგონი ვერიკომ არც იცის, ეს სიმღერა დღემდე პოპულარული რომაა ჩვენს სახლში. ნინუცას ალბად მილიონჯერ მაინც ექნება მოსმენილი. ამ ბოლო დროს, სანამ წამოვიდოდი სტეფანის სიმღერები შეუყვარდა, სერიალიდან Lazy Town. კიდევ მრავალი საბავშვო მუსიკები. რაც წამოვედი კი ქართულ საცეკვაო მუსიკას გაუტაცია ქალბატონი და სკაიპის მეშვეობით მიტარებს ახლა კონცერტებს. ცეკვაზე და სიმღერაზე გაგიჟებულია და არც მიკვირს. მეც ჭკვა მეკეტებოდა სიმღერაზე და ალბად ღმერთს რომ ცოტა მეტად დავეჯილდოვებინე სმენით, კიდეც ავირჩევდი ამ პროფესიას. ჩემს მეუღლეს კი ნამდვილად აბსოლუტური სმენა აქვს და ალბად ნინოსაც ამიტომ უყვრას მუსიკა და ცეკვა.

ასე სიმღერა-ცეკვაში გავიდა ერთი წელი. სიმართლე რომ გითხრათ, ვიდეოებს ვარჩევ და არც კი მჯერა რომ ეს ყველაფერი მართლა იყო. ამხელა როდის იყო თითქოს აღაც კი მახსოვს, ახლა რომ გაზრდილს ვუყურებ . . . თუმცა ჯერ რა დროს გაზრდაა, პატარაა ისევ. ერთი წლის რომ შესრულდა დაბადებისდღე გადავუხადეთ. ვინ აღარ გადაგვეკიდა - არ შეიძლებაო, მაგრამ ჩვენ მაინც ავღნიშნეთ. საერთოდ ძალიან "მეკეტება", როცა მსგავს ცრურწმენებსა და იდიოტობებს ვისმენ. ესაა რაღაც უაზრო მონაბოდვი და მეტი არაფერი, რომლისაც სამწუხაროდ ხალხს სჯერა. არ შეიძლება რაღაც სიტყვებმა, ჭორებმა და "ტრადიციებმა" გმართოს ადამიანი, რომელიც დაიბადე თავისუფლებისათვის. ხოდა ჩვენც ავდექით და ჯერ სახლში ავღნიშნეთ ბავშვებთან, ნათესავებთან და ნათლია გიოსთან ერთად (მეორე ნათლია გერმანიაში ყავს სამწუხაროდ). აქვე ნათლიაზეც მინდა დავწერო. ვფიქრობ ამხრივ ჩემს შვილს ძალიან გაუმართლა. ორი მამაკაცი ნათლია, ორი ყურადღებიანი და საოცრად კეთილშობილი ადამიანი. გიოც და აჩიკოც ჩემი მეუღლის მხრიდან არიან ნათლიები, თუმცა მეც ყოველთვის მინდოდა რომ სწორედ მათ მოენათლათ ნინუცა. აჩიკო ჯორჯაძე ჩვენი უახლოესი მეგობარია და დიდი ხანია რაც ვიცნობთ საკუთარ ძმასავით. გიოს არც თუ კარგად ვიცნობდი, მაგრამ რაც ნინუცა მონათლა ძალიან დავუახლოვდი. შესანიშნავი ადამიანია, საოცრად ყურადღებიანი. ხშირად დაყავს ნინუცა ეკლესიაში, ან ისე უბრალოდ სასეირნოდ. წამოსვლისასაც სწორედ გიომ გამომაცილა თელავიდან. აჩიკოც ხშირად გვირეკავს და კითხულობს თავის ნათლულს, მოკლედ ვაღიარებ - მშურს ჩემი შვილის, ასეთი ნათლიების გამო. მე სამი ბავშვის ნათლია ვარ, მაგრამ ისეთი ცუდი და უყურადღებო, რომ არც კი მინდა ამაზე ლაპარაკი. მცხვენია, რომ ასეთი ცუდი ვარ, მაგრამ ხშირად ვაბრალებ მათ მშობლებს, რომ ნათლიის შერჩევისა შეცდნენ .:))) (აბა მარტო საკუთარ თავს ხო არ გავამტყუნებ?) :)
დაბადების დღის სუფრის შემდეგ მდინარე ალაზანზე გავქუსლეთ, იჭყუმპალავა ქალბატონმა, ჩვენც ლუდები დავლიეთ და მდინარეს გავეთამაშეთ. კაი დრო ვატარეთ და კაია რომ გვაქვს მე და ირის ერთი კაი თვისება. ყველაფერს ვაფიქსირებთ და ვინახავთ. სწორედ ამ თვისების მეშვეობით ვალამაზებ ახლა ჩემს ბლოგს ჩემი პატარა სასწაულის ფოტოებით.კაი გამოგონებაა ეს ფოტოკამერა. სამსახურიც ზუსტად საჩემო შემხვდა, უფლება მქონდა სახლში წამომეღო ფოტოაპარატი უნივერსიტეტიდან და იმდენჯერ გამომადგა, აღარც კი მახსოვს. ნინუცასი ალბად 2000 ფოტოზე მეტი მექნება. სამწუხაროა რომ ჩემი Canon და მე დავშორდით ერთმანეთს, უფლება კი მომცეს თან წამომეღო, მაგრამ რაღაც "ნიტო" სიტუაცია შეიქმნა თვითონ სამსახურში და მე თავად გადავიფიქრე მისი აქ წამოღება. მგონი საერთოდ დამავიწყდა კიდეც როგორ უნდა გადავიღო ფოტო. . .
აქ დროებით ვაჩერებ წერას ჩემს პატარა სასწაულზე.
დაელოდეთ მეორე ნაწილს (ნუ თუ დაგაინტერესათ თავისთავად)
დროებით ;)
No comments:
Post a Comment