გამარჯობა!
როგორ ხარ?
როგორც მოგეხსენებათ ყოველი თვის ბოლოს შემაჯამებელ პოსტს ვწერ ხოლმე.
ამჯერად კი თუ გულწრფელად მივუდგები საქმეს, შესაჯამებელიც არაფერია.
პირველი თვე ასე თუ ისე საინტერესო იყო: ახალი გარემო,ახალი სახეები, უამრავი საბუთის შეგროვება, მოკლედ სიახლეებით იყო დატვირთული ოქტომბერი.
ნოემბერი კი რატომღაც ძალიან ერთფეროვანი გამოდგა. ახლა პოსტებს გადავხედე და სულ რაღაც 7 პოსტი დამიწერია (ამ პოსტის ჩათვლით 8), თანაც მათგან უმრავლესი არც ეხება საბერძნეთსა და ჩემს აქაურ ცხოვრებას. თითქოს უინტერესო გახდა აქაურობა.
ალბად თქვეთვის, ვისაც ბავშვობაში საოცარ ბერძნებზე გიყვებოდნენ და სკოლაში მითოლოგიით იყავით გატაცებული, ნამდვილად გაუგებარია ჩემი სიტყვები, მაგრამ რაღაცნაირად გამდორდა საბერძნეთული ცხოვრება . . .
რომ ჩამოვედი ასეთ მდგომარეობაში დამხვდნენ ბიჭებიც, გარეთ ცხვირის გაყოფა ეზარებოდათ ზოგჯერ, ხშირად იძინებდნენ დღისით, უნივერსიტეტში საქმე არ ქონდათ და სახლში ჩამჯდრები ადევნებდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს. მე კი ეს ყველაფერი შოკში მაგდებდა, ახალი ჩამოსული ვიყავი და სულ წანწალის ხასიათზე დამდგარი გარეთ მიმიწევდა გული უნახავი ბავშვივით . . . აკი მეუბნებოდნენ ბიჭები, გაგივლისო მალე. . . გამიარა უკვე მეგობრებო. მართლაც ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსა და თქვენ წარმოიდგინეთ თელავში ჩემი ცხოვრების სტილი და დღიური რიტმი მომენატრა, რომელიც ზოგჯერ ისეთი ქაოტური იყო, სამუშაოდან მუსულს სახლში 5-6 საათზე ლოგინი მაგნიტივით მიზიდავდა. არა რა ლოგინი, სადაც თავს დავდებდი იქ მეყვინთებოდა :))))
მთელი ოქტომბერი სახლი, სტუდენტური კაფეტერია, სახლი, კაფეტერია. ხელმძღვანელს არ შევხვედრივარ, მხოლოდ დღესღა შევხვდი (ამაზე ქვემოთ). უნიში საქმე არაფერი მქონდა, მარტო ერთი ორჯერ გავშპი ფართებზე და ჩემი მოქალაქეობის საბუთებზე გავედი. სულ ეს იყო და ეს. რამდენჯერაც უნის ექსკურსიაზე დავაპირე წასვლა, იმდენჯერ მივიღე უარი, ადგილი არაა დოქტორანტებისთვისო და მოკლედ 30 დღის ნაცვლა თითქოს ერთი დღე გასულიყოს ისე ვარ ახლა. უი მართლა ინგლისური გამომრჩა კვირაში ორჯერ, რომელიც სიმართლე რომ ვთქვა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ეს არაა პრივატ გაკვეთილები და ძალიან დიდ ჯგუფთან მუშაობს მასწავლებელი, თან მაინც და მაინც ახალი არაფერია. ;))
მოკლედ ასე თუ ისე ჩაიარა ამ თვემაც და უკვე ორი თვის "ბერძენი" ვარ. ცოტა გაბერძენებული, ვგულისხმობ რა ჩაცმის სტილს და ისევ ქართველი ვგულისხმობ რა დამოკიდებულებებს და მსოფლმხედველობას! ;)
დანაპირები სირბილი, წინა თვის შემაჯამებელი პოსტიდან არ შედგა და რაღაცნაირად ვფიქრობ ზამთარში არ ვირბინო. ალბად მეზარება, თორემ აქ კაი ხანია წვიმები არცაა, სულ კაი ამინდებია. ინგლისურზე ვაგრძელებ და ასევე ვაგრძელებ ვარჯიშს სახლში. რაც მთავარია და მიხარია ვასრულებ დადებულ ფიცს ალკოჰოლის თაობაზე და კვლავ სუფთა ვარ! :)
ახლა ორიოდ სიტყვით ხელმძღვანელზე.
დღეს შევხვდი ქალბატონ ანას. შეხვედრა ჩემდა გასაკვირად ძალიან შინაურული გამოდგა და ძირითადად ჩემი ცხოვრების დეტალებზე საუბარსა და ურთიერთგაცნობას დაეთმო. გაუხარდა ყველაფერს რომ მოვუყევი, ასე ჯობია უნდა გიცნობდე კარგად, რომ ადვილად მუშაობა შევძლოთო. ასევე მომიბოდიშა, მეილებით ძალიან გაწვები და გაწუხებ, მაგრამ მე ოფისი მაწუხებს თავისმხრივ და სხვა გზა არც მაქვსო. გავენდე, ზარმაცი ვარ ცოტა და ასეც მომიხდება მეთქი. :)) ესიამოვნა გულწრფელობა. მერე ჩემი სამუშაო გეგმა ნახა და აღფრთოვანდა, ვხედავ კითხვები სერიოზულად დაგიმუშავებიაო ;) ანუ მიხვდა რომ პატარა ბავშვი არა ვარ და ვიცი რასაც ვაკეთებ რა. მთავარი ეს იყო! მოკლედ დამოკიდებულება შეიცვალა და უფრო ჯიგარი გახდა, მე მომანდო მომავალი შეხვედრის თარიღის არჩევა და უამრავი წიგნი ჩამომიწერა, რაც ამ მოკლე ხანში უნდა წავიკითხო ბიბლიოთეკაში, ასე რომ იმედს ვიტოვებ დეკემბერი საინტერესო იქნება და ნამდვილად დამავიწყებს იმ ერთფეროვნებას რითაც ასე იყო გაჯერებული ეს თვე.
სხვა რაღა დავწერო არ ვიცი, ამ ეტაპზე სულ ეს იყო.
იმედია კითხულობთ ამ პოსტებს, სულ მგონია მარტო ჩემთვის ვწერ მეთქი. (ვინმემ თუ იცით გამარკვიეთ სად ვნახო რამდენმა კაცმა მოინახულა ესა თუ ის პოსტი?)
გემშვიდობებით მომავალ ვირტუალურ პოსტამდე,
დროებით.
პ.ს. ხვალ გაფიცვაა და აქციები, მოკლედ ოღონდ ამათ დასვენების საბაბი მიეცეთ და რას აღარ გააკეთებენ. აფსუს, ერთი ვანო რას დახატავდათ ახლა! :))))

No comments:
Post a Comment