"რაგუცარია" ერთი შეხედვით უბრალო კარნავალის სახეს ტოვებდა. ზოგიერთ მომენტში მეჩვენებოდა, რომ არ იყო ორგანიზებული და ყველაფერი ქაოტურად ხდებოდა. მეტიც, ექსპრომტით და არა რაიმე გაწერილი პროგრამის მიხედვით. თუმცა ცოტა მოგვიანებით გავარკვიე, რომ კარნავალს ყავდა ჟიური. ჟიურიზე დაწვრილებით უფრო გვიან ალბად ჩემს თემაში დავწერ. რაც შეეხება კატეგორიებს, რომლებშიც გუნდები გამოდიოდნენ შემდეგნაირად გამოიყურებოდა: საშუალო სკოლები (სადაც თავისთავად მხოლოდ სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ), გიმნაზია-ლიცეუმები (ასევე მოსწავლეებისათვის), ინდივიდუალური (სადაც მხოლოდ ერთი მონაწილე გამოვიდა), ტრადიციული (ამ კატეგორიაში ძველებურ ტრადიციულ კოსტუმებში გამოწყობილი 2 გუნდი იღებდა მონაწილებას) და ბოლოს სატირა (სადაც 14 გუნდი პაექრობდა). ასევე იყო კატეგორია სტუმრები, რომელიც ჟიურის შეფასებაში არ შევიდა. კომოტინის კულტურულმა ასოციაციამ Trelacademy.com წარმოადგინა ჩვენება - "ლედი გაგა ძველ ეგვიპტეში". როგორც მოგახსენეთ, მრავალი თანამედროვე და ცოცხალი ვარსკვლავების პროტოტიპებით იყო დახუნძლული კარნავალი. ლედი გაგა კი რაღათქმაუნდა ქალის ტანსაცმელში გადაცმული მამრი გახლდათ (მისი ფოტო ერთ-ერთ წინა პოსტში დავდე). როგორც ზემოთ ავღნიშნავდი კარნაველებში ხშირია მონაწილეთა მხრიდან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ტანისამოსში პოზირება.მეც რამდენჯერ მინახავს ბავშვობაში იანვარსა და თებერვლის თვეებში თელავში გამოსული ბერიკები, რომელთაც სათავეში ნეფე-პატარძალი მოუძღვოდნენ, მანქანებს წინ უდგებოდნენ და ფულს სთხოვდნენ.(საერთოდ ეს ტრადიცია უძველესია და ყეენის მხრიდან ვასალურად დამოკიდებულ ქვეყნებში ხარკის აღებას განასახიერებს.) ყოველთვის მეგონა ხოლმე, რომ პატარძალი მართლა ქალი იყო. ისე ოსტატურად ინიღბებიან კახეთში, ერთი შეხედვით ვერ შეამჩნევთ "ქალის" კაცურ მხარეს. :) ამ თემაზე ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი სოფელ ალმატში (ესაა ერთადერთი სოფელი სადაც ბერიკაობაა შემორჩენილი). ამ ინტერვიუს უკვე ვრცლად ჩემს თემაში გავშლი. სტუმრად იყვნენ ჩამოსული ასევე სალონიკელებიც.
სტუმრების შემდეგ ინდივიდუალურ კატეგორიაში კასტორიელი დილიტრიოს პანაიოტისი გამოვიდა თემით - "ემიგრაცია".
ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე დილიტრიოსი ჩემოდანით ხელში ავსტრალიაში წასვლას და იქ ფაბრიკაში მუშაობას გეგმავდა. კითხვაზე, რატომ ავსტრალია და არა გერმანია, გვიპასუხა, რომ გერმანიაშიც ისეთივე მძიმე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციაა, როგორც საბერძნეთში. დემოკრატიას მონატრებული და საბერძნეთის ამჟამინდელ მთავრობაზე განაწყენებული ხშირად აკეთებდა თამამ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც გარშემომყოფთა დიდ მოწონებასა და ოვაციებს იმსახურებდა. უჩიოდა ყველაფერს და თან იმუქრებოდა, მომავალ არჩევნებზე რომ წავიდოდა, არავის მიცემდა ხმას. შიგადაშიგ ემოციურ ფონზე "ტიროდა" და თავისი თეთრი ცხვირსახოცით იმშრალებდა "ცრემლებს". იმედს იტოვებდა, რომ ემიგრაციიდან გამდიდერებული დაბრუნდებოდა და თავის ახლობლებსა და ნათესავებს დაეხმარებოდა, რაზეც ენაწყლიანმა ჟურნალისტმა მიუგო, - რო გამდიდრდები ჩვენც ნუ დაგვივიწყებო. "ემიგრანტის" შემდეგ ასპარეზი, ტრადიციულ თეატრალურ მასკებში გამოწყობილ ჯგუფებსა და სატირის კატეგორიის მონაწილეებს დაეთმოთ. კულტურული განვითარების ჯგუფი "Myisis" წარმოდგენა ძალიან შთამბეჭდავი იყო კოსტუმებიდან გამომდინარე. ყველას საოცარი ნიღბები და თეატრალური ტანისამოსი ეცვათ, ტანზე კი სხვადსხვა მცენარე თუ ბოსტნეული ჩამოეკიდათ. ეს ჯგუფი ყველაზე ახლოს იდგა ჩემს წარმოსახვაში არსებულ ძველ ბერძნულ კარნავალებთან, მათი ვიდეო გადაღებული მაქვს და სულ ცოტახანში ვრცლად გავშიფრავ, კონკრეტულად რა იყო მათი მესიჯი, რას ნიშნავდა ლოზუნგი "კარნავალი თქვენია, რაგუცარია ჩვენი". შემდეგი ჯგუფების წარმოდგენები ძალიან წააგავდა ერთმანეთს. მთვრალი მსახიობები. რომლებიც რაიმე მაღაზიის, ბანკის, საზოგადოებრივი გაერთიანების ან ასოციაციების წარმოადგენლებით იყო დაკომპლექტებული გაუთავებლად როკავდნენ ბალკანურ ჰანგებზე. ფულს უტენიდნენ ჯიბეში მთავარ მესაყვირეებს და მუსიკას უკვეთდნენ, სვავდნენ და მიწაზე ფორთხავდნენ. განსხვავებული იყო მხოლოდ კოსტუმები, ვის აღარ ნახავდით აქ - პირველყოფილ ადამიანებს, გორილებს, პანდებს, კულინარებს, მუშკეტერებს, გერმანელებს მეორე მსოფლიოომიდან, Smurfs და Flintstones საბავშვო ანიმაციური ფილმებიდან. მე მათგან პანდების ორი წევრის ქმედება დამამახსოვრდა, როცა ერთი "პანდა" მეორე "პანდას", რომელიც მიწაზე იყო ჩაჩოქილი ზედ ეჯდა და პირში ალკოჰოლური სასმელით სავსე ბოთლს ტენიდა. მსგავსი სცენა ერთ-ერთ წიგნშიც მინახავს, ესეც აქაური ტრადიციაა და სახალხო სანახაობებისათვის დამახასიათებელი მომენტია. ასევე შევნიშნე მიწაზე დაჩოქილი მონაწილე, რომელსაც ყური საყვირზე ედო, მესაყვირე კი მთელი ძალით აკვნესებდა ზურნას. ეს როგორც გავარკვიე დომინანტობის გამომხატველია, ამ დროს მონაწილე ხაზს უსვამს, რომ მუსიკა მან შეუკვეთა, ფული გადაიხადა და ახლა მას, როგორც თავის საკუთრებას თვითონ ყველაზე გაფაციცებით უგდებს ყურს. ალბად იყო დეტალები, რომლებიც ასე ერთი შეხედვით ვერ დავიჭირე, ან ენის ბარიერის გამო გამომრჩა, მაგრამ ვრცელი მასალა (ორი კამერით გადაღებული, პლიუს ინტერნეტში განთავსებული ტელევიზიის გადაღებული ფრაგმენტები) უკეთ დამეხმარება მათ აღმოჩენაში.
თითქმის 17:00 საათი სრულდებოდა. ანგელოს ვკითხე მალე დასრულდებოდა თუ არა კარნავალი. მიპასუხა, ჯერ კიდევ 8 გუნდია გზაშიო. გადავწყვიტე რამოდენიმე გუნდის გამოსვლა გამომეტოვა და სანამ დაბინდდებოდა ქალაქის დასათვარიელებლად გავემართე. ვიწრო ქუჩებს ჩავუყევი ქვემოთ და სულ მალე თავი სანაპიროზე ამოვყავი. საოცრად ლამაზი ხედი გადამეშალა წინ. უდიდესი თვალუწვდენელი ტბა, მომცრო 2 კაციანი ნავები ნაპირთან, წყალში მოჭყუმპალავე გედები და იხვები, ერთ მხარეს სალი კლდეები, მეორე მხარეს გორები საიდანაც მზე ძლივსღა იჭყიტებოდა. საოცრად მშვიდი იყო იქაურობა. მწვანე ფერში ჩაფლული სანაპირო ზოლი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. ბოლომდე აღარ გავყევი, გზადაგზა კადრებს ვიღებდი, მერე კი მზემ რომ იწყო ბოლომდე ჩასვლა, ისევ ვიწრო ქუჩებს ავუყევი. ვშიშობდი დასკვნითი ნაწილი არ გამომჩენოდა. დაახლოებით 10 წუთი მოვანდომე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ასვლას და გზაში არავინ შემხვედრია. სახლები დაკეტილი იყო. სინათლეებიც კი არ გამოდიოდა არსაიდან. მაშინ გავაანალიზე თუ რამხელა დატვირთვა აქვს ამ დღესასწაულების ციკლს კასტორიისათვის, საბერძნეთის წალკოტისათვის.
მალე საკმაოდ დიდ მოედანზე გავედი. აქ უკვე მოეყარათ თავი ყველა იმ მონაწილეს, რომლებიც ზემოთ, მთავარ არენაზე პოზირებდნენ კამერების წინ. უფრო სწორად მთავარი არენა აღმოჩნდა სწორედ ეს ადგილი, რადგან რაგუცარიის დასასრული აქ შედგა. ერთ სივრცეში თავმოყრილი ამდენი განსხვავებული კოსტუმისა თუ ნიღბის მქონე ბერძნები მართლაც გამორჩეული სანახავი იყო. ყველას თავისი წრე შეეკრა, თან ახლდნენ მუსიკოსებიც და ყოველ კუთხე-კუნჭულში ცეკვა -თამაში გაემართათ. შუაში იდგა მუსიკალური ინსტრუმენტები, გიტარები, ბარაბანი, თუმცა მე როცა მივედი იქ მხოლოდ ბავშვები თამაშობდნენ და აჩხარუნებდნენ დასარტყამ ინსტურმენტებს. გადავწყვიტე მომეძებნა ქალბატონი ირინი, რათა დაღამებამდე მომესწრო ინტერვიუს ჩაწერა. ავუყევი აღმართს და მალევე შემხვდა გზაში, ქალაქის მერთან ერთად მიემართებოდა თავშეყრის ადგილისაკენ. ჩემი თავი წარუდგინა მერს. ვიფიქრე, თუ შესაძლებელი იქნებოდა ისიც ჩამეწერა. თუმცა მათი დატვირთული გრაფიკის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ირინიმ დამამშვიდა და დამპირდა, რომ ყველა კითხვას, რაც მასთან მაქვს და ასევე ზოგადად კარნავალთან დაკავშირებით, წერილობით, მეილის საშუალებით უპასუხებდა. კითხვები მეორე დღესვე გადავუგზავნე და ახლა სწორედ მის პასუხებს ველოდები. დარწმუნებული ვარ ისინი ამომწურავი იქნება და ჩემი თემის გავრცობაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს.
მალე დაბინდდა, ვჩქარობდი სალონიკში დაბრუნებას, ვიცოდი ბოლო ავტობუსი 19:00 საათამდე გამოდიოდა. ჩემს ძველ ადგილს დავუბრუნდი, სადაც ვანგელო კვლავინდებურად აგრძელებდა კარნავალის ბოლო მონაწილე ჯგუფების წარდგენას. საკონტაქტო ინფორმაციები გავცვალეთ და შევთანხმდით, რომ ფინჯანი ყავის თანხლებით ინტერვიუს ჩავწერდი. აპარატურა ჩავალაგე და ის ის იყო უკვე გამოვცდი მთავარ თავშეყრის ადგილს, რომ აყალმაყალის ხმა შემომესმა. მივყევი მას და თავი ჰიტლერის გერმანიაში ამოვყავი :) კარნავალის ბოლო გუნდი თემით "გერმანელები ბრუნდებიან" თითქმის მისულიყო დანიშნულების ადგილთან, როცა გუნდის "ოფიცრებს" შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ჩხუბი დაიწყო. სასწრაფოდ ამოვიღე კამერა ჩანთიდან და ჩუმად რამოდენიმე კადრიც გადავიღე. ამასობაში ერთ-ერთი ფოტოგრაფიც გავიცანი, რომელმაც ამიხსნა, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება კარნავალის დროს. ყველაფერის მიზეზი კი რაღათქმაუნდა მონაწილეთა გადაჭარბებული ზომით მიღებული ალკოჰოლია. მოჩხუბრები მათი მეგობრებისა და პოლიციის ჩარევით მალე დააშოშმინეს. მე იმ ქუჩებს, რომლებითაც დილით ამოვიარე ქალაქი, ქვევით დავუყევი. გზაში რამოდენიმე ჩამორჩენილი მონაწილე შევნიშნე. ძალიან დამთვრალიყვნენ. ზოგი მიწაზე იჯდა და დამხმარეებს ელოდა. ზოგიც კი მანქანებს აყუდებული ითქვამდა სულს :) 15 წუთში უკვე სალონიკის ავტობუსში ვიჯექი და უკან ვბრუნდებოდი. ვფიქრობდი გზაშივე მენახა მასალა, მაგრამ კასტორიიდან გამოსვლის თანავე ჩამეძინა.
ასეთი იყო ჩემი პირველი მოგზაურობა ქალაქგარეთ და ასევე ჩემი პირველი ბერძნული ფესტივალი ან სულაც კარნავალი. რაც მთავრია ბედნიერი ვარ, რომ კასტორია დავათვალიერე და უფრო მოხარული იმის გამო, რომ თემაზე უკვე სერიოზულად დავიწყე მუშაობა. იმედს ვიტოვებ რომ მომავალი კარნავალები, რომლებიც უკვე თებერვალშია უფრო საინტერესო და სანახაობრივი იქნება! ;)

p.s. რაგუცარიის ყველა პოსტში გამოყენებულია საიტის http://oladeka.blogspot.com მასალები. დიდი მადლობა ყველას ვინც დამეხმარა პოსტის მომზადებაში! ;)
No comments:
Post a Comment