Friday, September 30, 2011

სალონიკი

ჩამოვფრინდი, დავბინავდი, დავათვალიერე.
ფრენა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა, სტამბულის აეროპორტში გატარებულმა 4 საათმა აშკარად იქონია გავლენა ჩემს ხასიათსა და თავზე (კიდევ კარგი ციტრამონი გამოვიყოლე თან). გამიმართლა, ერასმუსის დოქტორანტ სტუდენტებს გადავაწყდი აეროპორტში. ორივე ფრენა თურკიშ ეარვეისის თვითმფრინავით ვიფრინე და სიმართლე გითხრათ ძალიან კმაყოფილი დავრჩი. აშკარად იციან თურქებმა ეს სფერო და პროფესიონალები არიან.
სალონიკი თავიდან ძალიან მოსაწყენ და უშნო ქალაქად მეჩვენა, ალბად დაღლილობისა და ხანგძლივი ავტობუსის ლოფდინის გამო, ლამის 2 საათი მოვუნდით ქალაქის ცენტრამდე და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ გული ამეცრუვებინა და უკან დაბრუნებაზე დამეწყო ფიქრი. :(
თუმცა მას შემდეგ რაც წყალი გადავივლე და ოდნავ ამოვისუნთქე მივხვდი, რომ ერთი შეხედვით არც თუ ურიგო ადგილას ამოვყავი თავი. მე , ამირანმა, ჯაბამ და გიომ (ანუ მათ ვისაც მე შემოვეკედლე) ღირო (შაურმა) დავაგემოვნეთ, ერთობ გემრიელი და კარგად შეზავებული საჭმელი აღმოჩნდა და თანაც საკმაოდ ნოყიერი.
მერე 2 საათი ქუჩების შესწავლასა და მაღაზიების თვალიერებას მოვუნდი და მინდა გითხრათ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღია კაფეებია, ამდენი ღია კაფე არსად მინახავს,თუმცა არც ისე ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ესაა ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდული და სიცოცხლით სავსე ქალაქი. თან განსხვავებით თბილისისაგან,  და მითუმეტეს თელავისგან, შუა დღისასაც გადავსებულია უმრავლესი მათგანი.
მოკლედ ამ ეტაპზე სულ ეს იყო ჩემი შთაბეჭდილებები, კიდევ ვიღაც იამაიკელებს გადავაწყდით და ძალით შემაბეს ხელზე იამაიკის დროშის ფერების სამაჯური, რომელიც  საბოლოოდ უფასო საჩუქარი კი არა, 50 ცენტიანი "ტავარი" გამოდგა :)))
ახლა უკვე ბნელდება და ალბად საღამოსაც გავალ, მაინტერესებს როგორია ღამის სალონიკი.
დროებით
მომავალ პოსტამდე ;)


Thursday, September 29, 2011

პირველი ფრენა

გამარჯობა.
ახლა საკმაოდ გვიანია, თუმცა აქ სადაც მე ვზივარ დიდი ქაოსია.
მოგესალმებით ყველას სტამბულის აეროპორტიდან.
ჩემი პირველი ფრენა შედგა და თანაც ძალიან ნორმალურად, სიმართლე გითხრათ იმდენად ვნერვიულობდი, რომ არაფერი დამჩენოდა, გადამავიწყდა სურვილის ჩაფიქრება და ნერვიულობა :)))
როგორც კი ავფრინდით ჩამეძინა და თვალი რომ გავახილე უკვე სტამბულის თავზე ვიყავით.ულამაზესი ხედია, მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა სამწუხაროდ ქალაქში გასვლას ვერ ვახერხებ. ცოტა ხანში სალონიკში მიწევს გაფრენა :)))
მომავალ პოსტამდე მეგობრებო ;)

Friday, September 23, 2011

პირველი ჩანაწერი

გამარჯობა!
როგორ ხარ? ესაა ჩემი პირველი ჩანაწერი ბლოგერის ამპლუაში.
გადავწყვიტე ბლოგი ვაწარმოვო საბერძნეთიდან, სადაც ერთ კვირაში მივემგზავრები. ვფიქრობ, ასე უფრო ადვილი იქნება ყველა ჩემი მეგობრისა თუ ახლობლისათვის გაიგოს თუ რა ხდება ჩემს თავს, აქვე შეძლებთ ასევე მოწერას და მოკლედ ძალიან მარტივად შევძლებთ ურთიერთობას.
დავდებ ხოლმე სად ვიყავი, რა გადავიღე, ვინ გავიცანი, რით მოვიხიბლე, რა აქვთ ბერძნებს საინტერესო და კარგი, რა აკლიათ და ა. შ. მოკლედ ეს იქნება ჩემი ბერძნული მოგზაურობის დღიური. თქვენ კი გირჩევთ ოქტომბრის პირველი რიცხვიდან უკვე აქტიურად შემოიხედოთ აქ. ;)
დროებით გემშვიდობებით, მომავალი კვირიდან კი უკვე აქტიურად ავმუშავდები ;)